„რუსთავი 2“-ის საქმე

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა ტელეკომპანიის 60 %-ანი წილის დაბრუნების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

მანამდე ადვოკატმა კახა კოჟორიძემ დავით დვალთან, ჯარჯი აქიმიძესთან  და სისხლის სამართლის მიმართულებით მათ ადვოკატთან,  სოსო ბარათაშვილთან ერთად,  პრესკონფერენცია გამართა და სარჩელის დეტალებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სამოქალაქო სარჩელით მოთხოვნილია 60%-იანი წილის,  როგორც სადავო ქონების დაყადაღება. რაც შეეხება მოლოდინებს, კოჟორიძის თქმით, სამართლებრივ ბრძოლაში გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ. ასევე დაემატება სხვა გარემოებები, მტკიცებულება და არგუმენტი.