„რუსთავი 2“-ის საქმე

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანხის მითვისებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლები პროკურატურაში დაიბარეს.

უწყებაში ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი უნდა მივიდნენ.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ისინი დაბარებულები არიან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ არხის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ ხელმძღვანელს, კახა დამენიას და „ინტერმედია პლიუსის“ ხელმძღვანელს, ზურაბ იაშვილს.