„რუსთავი 2”-ის გარშემო ახალი სასამართლო დავა იწყება.
ამჯერად მოსარჩელე ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა. ტელე-კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძეს პრეტენზიები დანარჩენი მფლობელების და მოქმედი დირექტორის მიმართ აქვს. სარჩელის ავტორი პირადი კომპენსაციის სახით მილიონნახევარ ლარს ითხოვს იმის გამო, რომ თავის დროზე, საკუთარი წილის გაყიდვის უფლება არ მიეცა, ამავე სარჩელში მოთხოვნილია 26 მილიონამდე ლარი ტელე-კომპანიისთვის იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მოსარჩელის აზრით, ტელევიზიას მოქმედი ხელმძღვანელობის მართვის პირობებში მიადგა.
დავის საგანია უფასო პოლიტიკური რეკლამების ხანგრძლივობაც.
სარჩელის შინაარსის გაცნობის შემდეგ, ნიკა გვარამია საეჭვო დამთხვევებზე მიუთითებს და ნიჟარაძის მოთხოვნებს მიღმა ხელისუფლების ინტერესებს ხედავს. თემა უკვე გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი.