„რუსთავი 2“-ის საქმე

სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება სრულად დააყადაღა – ინფორმაციას დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი ავრცელებს.

კახა კოჟორიძის თქმით, მათი მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი მოძრავი ქონების დაყადაღებასაც ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი პოზიცია არ გაიზიარა. ადვოკატის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ „რუსთავი 2“-ის ქონება მედია ჰოლდინგს არ გადაეცეს.

საკითხზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში კომენტარს არ აკეთებენ.