„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების სარჩელი

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მორიგი სარჩელი შეიტანეს.

როგორც აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა განაცხადა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია „რუსთავის 2“-ის შესაძლო გასხვისებასა და ახალი ჰოლდინგის შექმნაზე, 15 მარტს სასამართლოს მიმართეს და ტელეკომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების აკრძალვა მოითხოვეს. კახა კოჟორიძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია გასხვისდება და ჰოლდინგად ჩამოყალიბდება, ტელეკომპანიის ქონებაზე შეზღუდვები დაწესდეს.