ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციას თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეები ევროპარლამენტარებს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. ისინი რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მივიდნენ. ესაუბრნენ პროტესტის მონაწილეებსა და მოისმინეს მათი მოთხოვნები.