რუსთაველზე განვითარებულ მოვლენები - გამოხმაურება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური პარტიებში აფასებენ. აქციის მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათი განცხადებით, ხალხის პროტესტი ლეგიტიმურია და მშვიდობიანი აქციები პერმანენტულად უნდა გაგრძელდეს. ასევე ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა. მათივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო, პროტესტის მონაწილეები კი საქართველოს ევროპულ მომავალს იცავენ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე მდგომ მოქალაქეებს პროტესტის საბაბი არ გააჩნიათ. მათივე თქმით, აქციები დაწყების დღიდანვე დესტრუქციულია და ასეთი ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა.