რუსთაველზე აქციის დროს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დაშავდა
რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დაშავდა. ის „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. ირაკლი გედენიძეს, სავარაუდოდ პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება ადგილზე გაუწიეს. რის შემდეგაც გედენიძემ აქციაზე მუშაობა განაგრძო. პირდაპირი ეთერში მუშაობისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი შეწირული. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ , აქციის დაშლისას მან ფეხის არეში მიიღო მძიმე დაზიანება და ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორიც.