რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის შეჯამება

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2019 წელს 32 მილიონი ლარის ღირებულების სამეცნიერო პროექტები დააფინანსა.

ფონდის საქმიანობა მისმა ხელმძღვანელებმა მეცნიერებთან და განათლების მინისტრთან ერთად შეაჯამეს. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ქართული მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგაპროექტი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად, სამეცნიერო კვლევებსაც ითვალისწინებს და ამ პროცესში უცხოელი სპეციალისტებიც იქნებიან ჩართული.