რუსთაველის გამზირზე შენობის ფასადიდან ბათქაში ჩამოვარდა

რუსთაველის გამზირზე, 36 ნომრის ფასადიდან ბათქაში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი ფაქტი ორი კვირის წინაც მოხდა. მოსახლეობის განმარტებით, მერიასა და გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.