რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზიდან, კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს

15:05, 11.06.2018

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზიდან, კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.

როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა,  ირღვეოდა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონი, რადგან ქუჩის გადასაკეტად, ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო. მოქალაქეებს კი  თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებოდათ.

 

 

მსგავსი