რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები

18:30, 03.11.2026

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, დათქმულ ვადებში, ნოემბრის ბოლოს დასრულდება – ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა და სარეაბილიტაციო პროცესს პირადად გაეცნო. ამ დროისთვის მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოწყობილია კაბელ-არხები, სადაც მიწის ზედა სადენების გადატანა მოხდება. მერიის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის პროცესიც. მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა და ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მონტაჟიც. თბილისის ცენტრალურ გამზირზე ეწყობა ტროტუარები, საავტომობილო გზაზე კი, ასფალტის საფარის დაგება ცოტა ხანში იგეგმება.

მსგავსი