რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აქამდე აღნიშნული რეაბილიტაციის დაწყება ვერ ხერხდებოდა, რადგან კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს. თბილისის მერის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ ორ კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების განახლება. კახა კალაძის თქმით, პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმობა.