რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

12:17, 07.11.2026

რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო. პროცესს თბილისის მერი მოადგილესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისელებისთვის მიცემული პირობა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, აუცილებლად იქნება შესრულებული. მისივე თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მოასფალტება დაწყებულია ზეთისხილის ხიდან ლაღიძის ქუჩამდე, ასევე, თავისუფლების მოედნიდან ცხრა აპრილის ქუჩამდე. ქვედა ფენებში ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების მოქცევა. პირველ მონაკვეთზე კი რომელიც უკვე გაიხსნა,
ჭოველიძისა და ელბაქიძის აღმართამდე არსებულ გზის ნაწილზე დაწყებულია საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. ხოლო რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, ის მომდევნო დღეებში დაიწყება. მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი იმყოფებოდნენ.

მსგავსი