რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

18:14, 28.07.2026

რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები დაიწყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“. პროექტი მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას. დაგეგმილია 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი განახლება. მოეწყობა 87 საკვანძო ჭა და 15 თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტი. პროექტი ხორციელდება Aqualia-ს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ მდგრადობას. აღნიშნულ პროექტში GWP თითქმის მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს.

მსგავსი