რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

18:08, 26.07.2026

უკვე რამდენიმე დღეა ქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე 23 ივლისიდან ყველა სახის საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. რეაბილიტაციის დასრულების თარიღად მერი 2026 წლის ნოემბრის ბოლოს ასახელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის რეაბილიტაცია თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე. პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები: შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები; ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში; დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მსგავსი