რუსმა სამხედროებმა საქართველს ორი მოქალაქე ტყვეობიდან გაათავისუფლეს

რუსმა სამხედროებმა უკანონო ტყვეობიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს. მათ შორის სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ოთარ სამნიაშვილი საოკუპაციო ძალებმა გუშინ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. დაკავებიდან გათავისუფლებამდე ის რუსულ სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ დატყვევებული.

კიდევ ერთი გათავისუფლებული სოფელ დიცის მკვიდრი მამუკა ხუბულურია.

რა ვითარებაში მოხდა მისი გატაცება, უცნობია.

საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო ძალებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთში გადასცეს.