რუსმა სამხედროებმა სოფელ მეჯვრისხევიდან მამაკაცი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა 50 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს. გოჩა ფიდიური სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებია. მომხდარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც ადასტურებენ. წინასწარი ინფორმაციით, ფიდიური საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ბაღში იმყოფებოდა. მომხდარს „მოამბესთან“ გორის მერიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც ადასტურებს.

დეტალების გარკვევას ნინო ფისაძე ადგილზე ცდილობს და ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება – რა მოხდა მოხდა მეჯვირსხევში.