რუსი დიპლომატების გამოძევება

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს. ეს იყო საპასუხო ნაბიჯი კრემლის მიერ რუსეთიდან გერმანელი, შვედი და პოლონელი ელჩების გამოშვების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ კრემლმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად მაშინ გამოაცხადა, როდესაც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი. მოსკოვში განმარტეს, რომ გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატები ანტისამთავრობო აქციებზე დასწრების გამო გააძევეს. თავად დიპლომატების თქმით კი, ისინი თავიანთ ვალდებულებებს ასრულებდნენ.