რუსი დიპლომატების გაძევება

2018 წლის 26 მარტი რუსეთის ისტორიაში დიპლომატების მასობრივი გაძევებით შევა.

17-ზე მეტმა ქვეყანამ რუს დიპლომატებს საკუთარი ქვეყნის დასატოვებლად რამდენიმე დღე მისცა. ეს არის დიდი ბრიტანეთის და მსოფლიო ლიდერების პასუხი კრემლის მიერ სამშობლოს ღალატში ბრალდებული ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე.

აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მკაფიო გზავნილზე მოსკოვის რეაქცია მუქარისშემცველია.