რუსი დიპლომატების გაძევება დიდი ბრიტანეთიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები დაიბარეს – თემა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაა.

სამინისტროში მისვლაზე უარი თქვეს ამერიკის, საფრანგეთის, ჩინეთისა და გერმანიის ელჩებმა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმას, მოსკოვი ტერაქტად აფასებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბრიტანეთის მთავრობამ, ან ვერ შეძლო ტერაქტის თავიდან აცილება, ან თავად მოაწყო თავდასხმა.

ბრიტანეთის მთავრობა ლავროვის უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთებულ ამ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. ბრიტანეთში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მისაღებად ემზადებიან. მანამდე კი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი და მათი ოჯახის წევრები გამოაძევეს.