რუსეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენა

როდის აღდგება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის, – ზურაბ აბაშიძის განცხადებით რუსული მხარე საკითხს განიხილავს, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ამ ეტაპზე მას არ შეუძლია.

საკითხზე მეტ კონკრეტიკას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ელოდება. აბაშიძის ინფორმაციით, ეს შეხვედრა სავარაუდოდ მარტის პირველ კვირას გაიმართება. პირდაპირი ავაია-მიმოსვლის აღდგენაზე განცხადება დღეს ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები, მოსკოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. კრემლმა გადაწყვეტილება თბილისში 20-21 ივნისს გამართული აქციის შემდეგ მიიღო.