რუსეთში საპენსიო ასაკის მომატებასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა
რუსეთის ათობით ქალაქში დღეს საპენსიო ასაკის მომატებასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია ქალაქ ომსკშიჩატარდა, სადაც საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ხუთი ათასამდე ადამიანი გამოვიდა. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ქალაქში დემონსტრაცია პოლიტიკური ძალების კოალიციამ მოაწყო. მათ შორის იყვნენ რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული, ასევე რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიების ლიდერები. დემონსტრაციას შეუერთდნენ ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებიც.