რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

12:21, 26.07.2026

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით შვიდი ბალისტიკური რაკეტა და 136 დრონი გაუშვა, საიდანაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხუთი რაკეტისა და 104 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს. ბალისტიკური რაკეტების ნამსხვრევები კიევში, შევჩენკოს რაიონში მდებარე 18 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია სამი ადამიანი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობას აფართოებს და ელოდება, რომ ფხენიანი მოსკოვს ბალისტიკური რაკეტების გამშვებ ახალ დანადგარებს გადასცემს. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლი შემოდგომისთვის მობილიზაციის გაფართოებისთვის ემზადება და მშვიდობა ამ ეტაპზე რუსეთის გეგმებში არ შედის.

მსგავსი