რუსეთმა კიევზე ბალისტიკური იერიში მიიტანა

90 რაკეტა, აქედან 36 ბალისტიკური და 600 დრონი – რუსეთმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებლების განცხადებით, სულ მცირე, ათი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. უკრაინული მედიის თანახმად, სამი რაკეტა წყალმომარაგების ობიექტს მოხვდა, ასევე ცეცხლი გაჩნდა ბაზარში, დაზიანდა ათობით საცხოვრებელი შენობა და რამდენიმე სკოლა. ახლომდებარე აფეთქებების შედეგად მცირედით დაზიანდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა. უკრაინული მხარე მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენას ურჩევს და მათ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დაიბომბა კიევის რეგიონის ქალაქი ბილა ცერკვაც, სადაც მისივე თქმით, რუსეთმა იერიშისთვის „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტა გამოიყენა. საპასუხოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იმ სატუმბ სადგურს დაარტყა, რომელიც მოსკოვის რეგიონს საწვავით ამარაგებს.