კიევში რუსეთის სარაკეტო დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 17-მდე გაიზარდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში დაშავებულია 66 ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი დაღუპული ექიმია. სარაკეტო იერიშის შედეგად, ბავშვთა საავადმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ასევე, კიევის დნეპრის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა სამედიცინო ცენტრში რაკეტის ნამსხვრევების ჩავარდნის შედეგად. დღეს, რუსეთის არმიამ რაკეტებით დაბომბა ქალაქი კრივოი როგიც, 10 ადამიანი დაიღუპა, 41 დაშავდა. მსხვერპლთა შორის ექვსი მამაკაცი და ოთხი ქალია. რუსეთის არმიის სამიზნე გახდა სლავიანსკი და კრამატორსკიც. საერთო ჯამში, უკრაინაში დღეს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე შეტევა 38 ჰიპერბგერითი და სტრატეგიული რაკეტით განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს.