რუსეთმა და თურქეთმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესაძენად ანკარისთვის კრედიტის გამოყოფის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

რუსეთმა და თურქეთმა ეს – 400 – ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესაძენად ანკარისთვის კრედიტის გამოყოფის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

თურქეთი კომპლექსების ნაწილს 2020 წლის დასაწყისში მიიღებს. ინფორმაცია ადგილობრივ პრესას თურქეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე დაუდასტურა. მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის კომპლექსების შეძენას იძულებითი ნაბიჯი უწოდა.

მისი თქმით, ანკარა ისურვებდა, სარაკეტო სისტემები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან ეყიდა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.