სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

სანქტ-პეტერბურგში 27 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ჯიჰადისტების განცხადება მათივე სააგენტო „ამაქმა“ გაავრცელა.

სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მომხდარს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს, თუმცა მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი და არა სტანდარტული კრიმინალური აქტი. წინასწარი გამოძიებით, სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქება ჯიჰადისტების კვალზე არ მიუთითებს.