რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე

15:22, 06.10.2026

რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 59 დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, 35 ადამიანი აფეთქებისას დაშავდა, დანარჩენებს ჭრილობები მინის ნამსხვრევებით მიყენებული დაზიანებები, დაჟეჟილობები და მწვავე სტრესული რეაქცია აღენიშნებათ. დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. საავადმყოფოებში 30 დაჭრილი რჩება, მათ შორის სამი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთმა ხარკოვზე იერიში მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანა. დაზიანდა სამოქალაქო საწარმოები და საცხოვრებელი კორპუსები, ასევე ავტომობილები..

მსგავსი