რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შოიგუმ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები მოინახულა და მეთაურებისგან მთავარ ოპერატიულ რაიონებში მიმდინარე ვითარებისა და მოქმედებების შესახებ მოხსენება მიიღო. „როიტერისთვის“ უცნობია, როდის შედგა თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტი.