რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები აშშ-ში

2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უთანხმოების მთავარ საკითხად რჩება. რუსეთის მიმართ დონალდ ტრამპის ნაკლებად აგრესიული რიტორიკის პარალელურად, აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები რუსულ ეკონომიკას სერიოზულ ზარალს აყენებს. შეზღუდვები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს.

დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ორ ქვეყანას შორის დიალოგი  სხვა პრობლემატურ საკითხებზეც მიმდინარეობს, რაც ხშირად კულუარებში რჩება.

გივი ბარამიძე არკვევდა, რა მისიით ესტუმრნენ რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ვაშინგტონს.