რუსეთის შავი ორშაბათი

აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების გაფართოებას, საფონდო ბირჟებზე რუსული კომპანიების აქციების მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა.

რუსული რუბლის ფასი კი დოლართან მიმართებაში 3 %-ით დაეცა. ყველაზე  დიდი დარტყმა მიიღეს იმ ოლიგარქებმა და მათ მიერ კონტროლირებადმა კომპანიებმა, რომლებიც სასანქციო სიაში ფიგურირებენ. საერთო ჯამში ზარალი 50-მდე ბიზნესმენს მიადგა. ზარალის ჯამურმა ღირებულებამ, მხოლოდ პირველ დღეს 12 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ ვალუტის კურსის ასეთი ცვლილება, ადეკვატურია და ამ ეტაპზე ჩარევას არ საჭიროებს.

აშშ-მა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო, 38 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები 6 აპრილს დაუწესა. სიაში მოხვდნენ  რუსეთის წამყვანი ენერგეტიკული, ფინანსური და სამრეწველო კომპანიები.