რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - შარლ მიშელის განცხადება

უკრაინას სრულად აქვს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და სანქციები აუცილებლად დაარტყამს რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, – ამის შესახებ შარლ მიშელმა პოლონეთში განაცხადა. ვიზიტის ფარგლებში, ის უკვე შეხვდა პოლონეთის პრემიერს.

შარლ მიშელის თქმით, უკრაინის სოლიდარობის გამოხატულებაა ის მორიგი გადაწყვეტილებაც, რომელიც დღეს ევროკომისიამ მიიღო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით.