რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 14 ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა ოლქის სამ ქალაქს დრონებითა და ბომბებით დაახლოებით 20-ჯერ შეუტიეს. იერიშების შედეგად დაზიანდა სახლები, საცხოვრებელი კორპუსი, მაღაზიები და ავტომობილები. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.