რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა, 24 კი – დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა მეტროს ინფრასტრუქტურა სამხრეთის ხიდთან. ამასთან, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პეჩერის რაიონში დაზიანდა სამედიცინო დაწესებულების შენობა. სვიატოშინის რაიონში თავდასხმის შედეგად შენობებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული იერიშების სამიზნე დნიპროს რაიონში კერძო საცხოვრებელი სახლები და ბენზინგასამართი სადგური გახდა. თავდასხმას ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ანდეი სიბიგას თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა სასტიკი იყო.