რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები, „ისკანდერ M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით მიიტანა. ოფიციალური უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ ჯამში 152 დრონის ჩამოგდება შეძლო. ამის მიუხედავად, აფეთქებები 20 ადგილას დაფიქსირდა. მედიის ცნობით, რუსებმა უკრაინაზე რაკეტით იერიში ვორონეჟის ოლქიდან მიიტანეს. იერიშები განხორციელდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდანაც. დონალდ ტრამპის მიერ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილის გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ანდრეი სიბიგას თქმით, თუ რუსები მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, ეს ომის დასრულების ეფექტურ ზეწოლას არ ნიშნავს. მისივე თქმით, რუსეთი მშვიდობისკენ ნებისმიერ მოწოდებას უგულებელყოფს.