რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

15:11, 13.09.2026

რუსი სამხედროები უკრაინაში, პოლონეთის საზღვარზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ, რამაც ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, იაგოდინის საკონტროლო პუნქტთან ამჟამად სატვირთო მანქანებიც იწვის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ტერორი, პირდაპირ ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე აკაკუნებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა. ეს ტერიტორია უკრაინასა და პოლონეთს შორის ერთ-ერთი მთავარი საგზაო-გამშვები პუნქტია.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია კიევი-ვარშავას სამგზავრო მატარებელზე დრონით თავდასხმის შესახებ. გავრცელებული ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საჰაერო თავდასხმის შესახებ ლოკომოტივის მემანქანეების გაფრთხილება მოასწრო და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი