რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად კიევში ცხრა სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა რვა ადამიანი. მაშველებმა შვიდი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. პარალელურად – ტულის ოლქზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. სარატოვში კი დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია რუსული კომპანია „ოზონის“ ლოგისტიკური ცენტრი. განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.