რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

12:27, 30.07.2026

რუსეთმა ღამით უკრაინის სხვადასხვა რეგიონები დაბომბა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, კრივოი-როგის მიმდებარედ, ერთ-ერთ სახლში ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ რვა ადამიანი. იერიშების სამიზნე გახდა კიევიც, სადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დარტყმების შედეგად რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ლვოვის მერის განცხადებით კი, ქალაქში თხუთმეტი ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მოქალაქეს ნანგრევებში კვლავ ეძებენ.

მსგავსი