რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის არმიამ მართვადი საავიაციო ბომბებით ხარკოვის ხოლოდნოგორსკის რაიონზე მიიტანა იერიში. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, მათ შორის 6 წლის ბავშვი. ირკვევა, რომ ბომბი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ხარკოვის მერი არ გამორიცხავს, რომ ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.