დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა, დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ორ კერძო სახლს, ერთი სახლი დანგრეულია.