რუსეთის იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვია. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მტერმა ხუთ რაიონს 40-ჯერ გაუხსნა ცეცხლი. შედეგადაც ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებსა და ავტომობილებს. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიკროავტობუსზე მიტანილი იერიშის შედეგად 56 წლის მამაკაცია დაღუპული.