რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

18:26, 02.06.2026

რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 100-ს აღემატება. დაღუპულთაგან 12 დნიპროს მკვიდრია, სადაც თავდასხმებს ყველაზე დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოყვა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამიზნე გახდა როგორც სამოქალაქო, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. რუსეთის თავდაცვის ძალებში კი განმარტავენ, რომ უკრაინაზე მიტანილი დარტყმები არის პასუხი კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

მსგავსი