რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის მასშტაბით რუსეთმა მასობრივი იერიშები განახორციელა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებები იყო კიევში, სადაც თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით განხორციელდა. დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვია. დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ქალაქ ოდესაზე კი რუსებმა იერიშები კვლავ ენერგეტიკულ სექტორზე განახორციელეს. მანამდე კი, აფეთქება იყო ლვოვშიც, სადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა და 14 პირი დაშავდა. ლვოვის მერმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა.