რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მორიგი მასშტაბური თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი გაუშვა. დაშავებულია ათობით ადამიანი. მათ შორის ბავშვიც. რუსეთი სამიზნე გახდა უკრაინის რამდენიმე ოლქი, მათ შორის – ხარკოვი, სუმი, ოდესა და ზაპოროჟიე. თავის მხრივ უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მათი თქმით, რუსეთის საჰაერო სივრცეში განადგურებულია 220 უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე „ჰაიმარსის“ და სხვა ტიპის რაკეტები. დრონების ნამსხვრევების ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჩრდილოეთ ოსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც. შედეგად ბესლანში საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.