რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

15:39, 13.01.2026

რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ხარკოვში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაშავდა. ინტენსიური იერიშის შედეგად ექვსი ადამიანია დაშავებული ოდესაშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იერიში დასახლებაზე დრონებით მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე საბავშვო ბაღი, გასართობი პარკი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ორი ადამიანი დაშავდა დნეპროპეტროვსკში, სადაც იერიში ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. დაშავებულთაგან ერთი ქალი და ერთი მამაკაცია. ღამის განმავლობაში დაიბომბა კიევის ოლქი, სადაც ზიანი მიადგა სამრეწველო ობიექტებს, მათ შორის ბროვარისა და ფასტოვის რაიონებში.

მსგავსი