რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ვითარება ისევ რთულია უკრაინაში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემდეგ ქვეყნის ბევრ რეგიონში რთული მდგომარეობაა. სპეციალური ჯგუფები რამდენიმე საათია ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების აღსადგენად მუშაობენ. უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე თითქმის 1 100 საბრძოლო დრონი, 890-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. ზელენსკის თქმით, რუსეთი სპეციალურად დაელოდა ცივ ამინდს, რათა უკრაინელებისთვის მდგომარეობა გაეუარესებინა და დაარტყა ობიექტებს, რომლებსაც სამხედრო დანიშნულება არ აქვთ – კერძოდ, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ შენობებს.