რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა დნეპრის მზესუმზირის ზეთის წარმოების ქარხანა, რომელიც ცნობილ ამერიკულ კომპანიას, Bunge-ს ეკუთვნოდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართული იერიში იყო, რადგან რუსეთმა არაერთხელ სცადა ამ ობიექტზე თავდასხმა. მისივე თქმით, პუტინის თავდასხმები ამერიკულ ბიზნესებსა და ამერიკულ ინტერესებზე უკრაინაში, აჩვენებს რუსეთის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უგულებელყოფას. სიბიგას თქმით, სწორედ ამიტომ არის ასე სასწრაფო სამშვიდობო პროცესის წინსვლა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშვიდობისკენ გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე მოსკოვის უარს შესაბამისი ფასი უნდა ჰქონდეს.