„რუსები მთელი შეხების ხაზის გასწვრივ წინ მიიწევენ, თუმცა უკრაინის არმია მათ შეკავებას ახერხებს“ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა. ალექსანდრ სირსკის თქმით, ზოგიერთ დღეს შეტაკებების რაოდენობა 300-საც აღწევს, რაც ომის დაწყების დღიდან ყველაზე დიდი რიცხვია. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ნოემბერში უზარმაზარი დანაკარგების ფასად, რუსებმა შეძლეს უკრაინის ზოგიერთი ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, მაგრამ რუსული პროპაგანდისტული განცხადებები მათი წინსვლის ტემპის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.