რუსეთის სამხედრო მეთაურებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქები, პოკროვსკი და ვოვჩანსკი დაიკავეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი გაერთიანებული ძალების ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც კრასნოარმეისკისა და ვოვჩანსკის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება არ ადასტურებს. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინული ძალები პოკროვსკის ნაწილს ჯერ კიდევ აკონტროლებენ.